ახალი ამბები
"ფლამინგოს" მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 22 ივნისს სარჩელი შეაქვთ
FaceBook
ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლები ამავე ქუჩაზე  კაფე-ბარი "ფლამინგოს" შესაძლო მშენებლობის წინააღმდეგ დღეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ. ამის შესახებ ქუთაისიპოსტს  ერ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა  რამაზ ხაბაზმა განუმარტა. ის ამბობს, რომ მათ აქამდეც ქონდათ შეტანილი სარჩელი სასამართლოში "ფლამინგოს"  მშენებლობის  წინააღმდეგ.თუმცა, მაშინ სარჩელის  მიღებაზე უარი ეთქვათ. 

ის ამბობს, რომ პირველად  ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი მიმდინარე წლის 9 ივნისს შეიტანეს.  პასუხი კი,  15 ივნისს მიიღეს. 

"ახლა კიდევ ერთხელ გვინდა გავასაჩივროთ ეს მშენებლობას სკევრში. ჩვენ ეზოს გარეშე ვრჩებით ", - ამბობს რამაზ ხაბაზი. 

ამჟამად, კაფე-ბარი "ფლამინგო" თამარ მეფის ქუჩაზე "კინო საქართველოს" მიმდებარე ტერიტორიაზე მდეობარეობს. ქუთაისის მერიამ "ფლამინგოს" წარმომადგენლებს თამარ მეფის ქუჩის ნაცვლად, ფართი ბუხაიძის ქუჩაზე 300 კვ. მ მიწის ნაკვეთი 25 წლის ვადით გადასცა.

ბუხაიძის ქუჩაზე მცხოვრებლები სწორედ ამ ადგილზე  "ფლამინგოს" მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, რის გამოც, კაფე-ბარის  ადგილზე მისულ წარმომადგენლებსა და მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა ასევე, მშენებლობის დაწყება ადგილობრივებმა ქუთაისის მერიის წინ აქციით გააპროტესტეს. რის შემდეგაც, ქუთაისის  მერის მოადგილილემ, ნოდარ მიქიაშვილმა მათ განუცხადა, რომ ბუხაიძეზე "ფლამინგო" არ  აშენდება. თუმცა, ამ დაპირების  ადგილობრივებს არ სჯერა. 



ამავე თემაზე:

ქუ
თაისის მერიის ორმხრივი გარიგება კინო "საქართველოს" გახსნის სანაცვლოდ

"თქვენ გინდათ ფულები, ჩვენ გვინდა სკვერი" - დაპირისპირება ქუთაისში კაფე-ბარის მშენებლობის გამო (ვიდეო)

"ისუნთქოს ქალაქმა" - საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიასთან

"ისუნთქეთ ცემენტი" - აქცია ქუთაისის მერიის წინ

"ვფიქრობთ, არ აშენდება" - ქუთაისის ვიცე-მერი სკვერში კაფის მშენებლობაზე
Print