ახალი ამბები
უზენაესმა სასამართლომ ქუთაისის ბაღების ყოფილი თანამშრომლის სარჩელი არ დააკმაყოფილა
FaceBook

ქუთაისის "ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების" დირექტორის ყოფილი მოადგილეს მაკა ნაცვლიშვილს სამსახურში აღდგენაზე უარი ეთქვა. რადგან,

უზენაესი სასამართლოს  სამოქალაქო პალატამ მაკა ნაცვლიშვილის  საჩივარი არ მიიღო განსახილველად და უცვლელი დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, ნაცვლიშვილს უარი ეთქვა სამსახურში აღდგენაზე და გაცდნილი საათების ანაზღაურებაზეც.  

"უზენაესი სასამრთლოს საქმეთა პალატამ იმსჯელა მაკა ნაცვლიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ. აღნიშნული საჩივარი არ მიიღო განსახილველად და უცვლელი დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება, მას უარი ეთქვა როგორც სამუშაოზე აღდგენის ისე იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის მიღების თაობაზე",  -  განმარტავენ ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში.

მაკა ნაცვლიშვილის ადვოკატი, რობიზონ ხურცილავა ჩვენთან  საუბარში განმარტავს, რომ მას უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ინფორმაცი არ აქვს.

გაერთიანებაში განმარტავენ, რომ საქართველოს უზენასი სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერდიქტი გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

"დამტკიცდა, რომ აიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის მიერ გამოცემული ყველა სამართლებრივი აქტი და განხორციელებული მოქმედება, რომლებიც დაკავშირებული იყო გაერთიანებაში სტრუქტურული რეორგანიზაციის ჩატარებასთან, სრულად შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს", -  განმარატვენ ქუთაისიპოსტთან საუბარში გაერთიანებაში.

ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის, ნანა ლორთქიფანიძის ბრძანების თანახმად, სამი თანამშრომელი 2016 წლის 20 მაისს გაათავისუფლეს.

მათ შორის იყო მაკა ნაცვლიშვილი, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით, გაერთიანების ადმინისტარაცის დირექტრის, ნანა ლორთქიფანიძის მიერ გამოცემული ბრძანება, ბათილად ცნო, ასევე, გაერთიანებას დაეკისრა ნაცვლიშვილისთვის 6000 ლარის გადახდა.

ბაღების გაერთიენებამ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და დავა მოიგო. სწორედ ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა უზენაეს სასამართლოში.


ამავე თემაზე:

უკანონოდ გაგვათავისუფლეს - ქუთაისში საბავშვო ბაღების გაერთიანების ყოფილი თანამშრომლები

ქუთაისში საბავშვო ბაღების გაერთიანების სამი თანამშრომელი გაათავისუფლეს

 

Print