ახალი ამბები
ზესტაფონში ხანძრის შედეგად დაშავებული მოძღვრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
FaceBook
ზესტაფონში საცხოვრებელ კორპუსში, დაახლოებიტ 40 დღის წინ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე რჩება.
მამა დავითი (აბულაძე) ქუთაისის დამწვრობის ცენტრში მკურნალობს. ხანძრის შედეგად მოძღვარმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.

"მოძღვარი რეანიმაციაში იმყოფება, ექიმები იმედს გვაძლევენ, რომ მალე პალატაში გადაიყვანენ. რაც შეეხება, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ამას, ალბათ, გამოძიება დაადგენს, მაგრამ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რომ თითქოს სანთლმა გამოიწვია ხანძარი. ადგილი, სადაც ხატების კუთხე იყო ყველაზე ნაკლებად არის დამწვარი. საეკლესიო სანთლებიც კი არ არის დამდნარი. ძლიერი ცეცხლი აივნიდან გაჩნდა და ჩემი ვარაუდით ეს გაუმართავმა ელექტროსადენებმა გამოიწვია", - ამბობს მოძღვრის  შვილი, ქეთევან აბულაძე.

შემთხვევა მიმდინარე წლის 2 მაისს მოხდა.

"მეზობლებმა ხანძარი მაშინ შეამჩნიეს, როცა ცეცხლის ალი გარეთ გამოვიდა. ხანძრის დროს სახლში იმყოფებოდა ოჯახის უფროსი. რომლის გადარჩენაც მოხერხდა, თუმცა, საცხოვრებელი სრულად გაანადგურდა. ხანძრის გაჩენის მიზეზს პოლიცია ადგენს", - ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბრის დროს ზესტაფონის სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსი, ზვიადი მაღლაკელიძე. 

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.



ამავე თემაზე:

ზესტაფონში საცხოვრებელი სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად სასულიერო პირი დაშავდა


ეკა დუგლაძე
Print