ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში ლიფტის დამონტაჟება იგეგმება
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიფტის დამონტაჟება იგეგმება.
სამგზავრო ლიფთი, რომელიც სასწავლებლის აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს მოემსახურება მეორე კორპუსში  უნდა დამონტაჟდეს.

წერეთლის უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ ლიფტის დამონტაჟების იდეა შეზღუდული შესაძლებლოს მქონე სტუდენტებისთვის სასწავლო პირობების გაუმჯობესებისთვის გაუჩნდათ.

"წერეთლის უნივერსიტეტში სწავლობენ ეტლით მოსარგებლე პირები, მათთვის სრულად ადაპტირებული იქნება ლიფტი. გვინდა ახალი სასწავლო წლისთვის უკვე მზად გვქონდეს", -  განმარტავენ წერეთლის უნივერსიტეტში.

ლიფტის მოსაწყობად წერეთლის უნივერსიტეტმა მიმდინარე წლის 19 ივნისს 75 000 ლარიანი ტენდერი (SPA170008434) გამოცხადდა. სადაც განაცხადის მიღება 11 ივლისს დაიწყება და 6 დღეში დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ლიფტი წერეთლის უნივერსიტეტის თამარ მეფის #59-ში მეორე კორპუსში კიბის უჯრედში უნდა დაამონტაჟოს.

ის 6 პიროვნებაზე უნდა იყოს გათვლილი და ღილაკები აღნიშნული უნდა იყოს ტაქტილური ასოებით და ციფრებით, ასევე უსინათლოებისათვის ბრაილის შრიფტით.

ლიფთის მშენებლობა სასწავლებლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
Print