ახალი ამბები
ელექტროენერგიის დაზოგვის მეთოდებს ქუთაისის 12 დაწესებულებაში შეასწავლიან
FaceBook
ქუთაისში "მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის" ფარგლებში, საზოგადოებრივ დაწესებულებებში ელექტროენერგიის დაზოგვის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოს 6 ქალაქში "მერების შეთანხმების" საფუძველზე ხორციელდება, ქუთაისში "ენერგომენეჯმენტის" შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია 5 სკოლაში, 5 საბავშვო ბაღსა და 2 საზოგადოებრივ დაწესებულებაში ჩატარდება.

ტრენინგ–სემინარებში ჩართული დაწესებულებები, ერთწლიანი პროექტის განმავლობაში ჩართული იქნებიან სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.

შერჩეულ დაწესებულებებში მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა დადგინდება.

პროექტის ავტორებმა შეხვედრაზე ქვეყნის ენერგოეფექტურობის პოლიტიკასა და საერთაშორისო ვალდებულებებზე ისუაბრეს.

პროექტი "ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს" მიერ ხორციელდება, რომელსაც, თავის მხრივ, ახორციელებს დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და DANIDA –ს მიერ დაფინანსებულ პროექტს სახელწოდებით "ენერგოაუდიტორების ტრენინგი და სერთიფიცირება და შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას".


Print