ახალი ამბები
ქუთაისის მერია ხარკოველ და ქუთაისელ მოსწავლეებს ზღვაზე დაასვენებს
FaceBook

ქუთაისის მერია უკრაინის ქალაქ ხარკოვისა და ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდებს შავი ზღვის კურორტზე დაასვენებს.


პროექტის ორგანიზებისთვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიმდინარე წლის 20 ივნისს 15 000 ლარის ღირებულების ტენდერი (SPA170008459) გამოაცხადა. სადაც, განაცხადების მიღება 22 ივნისს დაიწყება და 4 დღეში დასრულდება.

ბანაკი უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპული და  დაზარალებული მებრძოლების ოჯახების ბავშვებისა და მათი ქუთაისელი თანატოლებისათვის არის გათვალისწინებული.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ 50 პირი შავი ზღვის კურორტზე 8 დღის განმავლობაში2017 წლის 27 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით უნდა დაასვენოს.

ასევე, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს სამჯერადი კვება და სასტუმრო, რომელიც შემდეგ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს:
ბანაკი უნდა მოეწყოს კეთილმოწყობილ სასტუმროში ან სასტუმროს ტიპის ორ კორპუსში, რომლებიც უნდა მდებარეობდნენ ერთ ეზოში არაუმეტეს 10 მეტრის დაშორებით, ზღვის სანაპიროდან 100-150 მეტრის რადიუსში. ბანაკის მონაწილეებს ზღვის სანაპირომდე მისასვლელად არ უნდა დაჭირდეთ ავტო და რკინიგზის მაგისტრალის გადაკვეთა.

მონაწილეები უნდა განთავსდნენ ერთ, ორ ან მაქსიმუმ 3 ადგილიან ნომრებში ცალ-ცალკე საწოლებით, მონაწილეთა განთავსება არ შეიძლება შენობის პირველ სართულზე. სასურველია ოთახების ხედი იყოს ზღვის მხარეს.
ოთახებში უნდა იყოს ინდივიდუალური სველი წერტილები, ცივი და ცხელი წყალი, გათბობა და კონდენცირება.
კომპანიამ უნდა უზრუნველყოს დამსვენებელთა სრულფასოვანი კვება ცხელი და ცივი კერძებით.

,,მიმწოდებელი" ვალდებულია აწარმოოს კვების პროდუქტების აღრიცხვის ზონარგაყრილი და ბეჭედდასმული ჟურნალი, სადაც აღირიცხება და ჩაიწერება დღის განმავლობაში გამოყენებული პროდუქტების წონა და ვადა"- ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

 

Print