ახალი ამბები
საქართველოს რეგიონებში სამოქალაქო კვირეული იწყება
FaceBook
იხილეთ  სამოქალაქო კვირეულის ფარგლებში რეგიონებში დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალი და განრიგი:

18 დან 28 მაისის ჩათვლით არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას" და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (ღ-ჩშN) ორგანიზებით საქართველოს რეგიონებში გაიმართება ,,სამოქალაქო კვირეული," რომლის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციები მოქალაქეებს გააცნობენ საკუთარ საქმიანობას, გაიმართება საქველმოქმედო, მოხალისეობრივი და ადვოკატირების ღონისძიებები. კვირეულის ბოლოს გაიმართება სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის (CSR) პრეზენტაცია.



სამოქალაქო კვირეულის განრიგი იხილეთ აქ

კვირეული ტარდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.

Print