ახალი ამბები
21 ივნისს მესხიშვილის თეატრი საბერძნეთში გასტროლებზე მიემგზავრება
FaceBook
დღეს, 21 ივნისს ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრი საბერძნეთში, კერძოდ ათენში მიემგზავრება. თეატრი სპექტაკლს "ღია შუშაბანდი" წარმოადგენს.

სპექტაკლი ათენის ჯენი კარეზის სახელოს თეატრში 25 ივნისს გაიმართება.

თეატრალური დასის მასპინძელია საბერძნეთში დაფუძნებული განათლებისა და კულტურის ცენტრი "კავკასია".

"თეატრისთვის პირველი გასტროლია დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში. ამიტომ მნიშვნელოვანი გამოცდილებაა ჩვენთვის. თანაც ამ სპექტაკლით ჩვენს თანამემამულეებს შევხვდებით და ესეც მნიშვნელოვანი ფაქტია ", - აღნიშნა მესხიშვილის თეატრის დირექტორმა სულხან გოგოლაშვილმა.

დასი 8 კაცის შემადგენლობით საბერძნეთში დღეს გაემგზავრება. 

საბერძნეთში გასტროლის მხარდამჭერი ქუთაისის მერიაა.

Print