ახალი ამბები
სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ
FaceBook
სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულებმა მუშებმა კუთვნილი ხელფასის მოთხოვნით აქცია გამართეს. მუშებმა აქცია  უკრაინული კომპანიის ,,ალტკომის" ოფისის წინ  მოაწყვეს.  მათი თქმით, გზის მშენებლობაზე დასამქებულ 600-მდე მუშას რამდენიმე თვეა ხელფასები არ აუღია.

ისინი აცხადებენ, რომ  ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს, რომლითაც ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. დასაქმებულები კომპანიას დავალიანების დასაფარად ათ დღიან ვადას აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ. კომპანიაში განმარტავენ, რომ ხელფასები პორველი ივლისისთვის დაირიცხება.

სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე სამუშაოებს უკრაინული კომპანია ,,ალტკომი" აწარმოებს.
Print