ახალი ამბები
ქუთაისელი მოსწავლე იტალიაში სრული დაფინანსებით ისწავლის
FaceBook

ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა ლიცეულის მე-12 კლასის მოსწავლე მარია ერაძემ, იტალიაში სწავლისთვის 100% იანი სასწავლო გრანტი 60 000$  მოიპოვა.


ის იტალიაში, ქალაქ დუინოში "UWC Adriatic College" - ში ისწავლის.

მე-12 კლასის მოსწავლემ უნივერსიტეტში მოსახვედრად რამდენიმე ეტაპი გაიარა.

"გავიარე ონლაინ რეგიტრაცია, შემდეგ სკაიპით გავესაუბრე შემრჩევ კომისიას და შემდეგ უკვე იყო უშაულოდ გასაუბრება იყო. ერთ-ერთი შემარჩიეს მე და გადაწყდა, რომ მე ვისწავლი ადრიატიკის უნივერსიტეტში", - ამბობს მარია ერაძე.

ის იტალიაში ქალაქ დუინოში გამგზავრებას მიმდინარე წლის აგვისტოში გეგმავს. სადაც 2 წლის განმავლობაში გაძლირებულად ისწავლის და საერთაშორისო დიპლომის მფლობელი გახდება.

" უნდა შევარჩიოა რამდენიმე საგანი, რასაც გაძლიერებულად ვისწავლი, მოვიპოვებ საერთაშორისო დიპლომს და ეს მომცემს შესაძლებლობას გზა გამეხსნას უფრო პრესტიჟული სასწავლებლისკენ", - განმარტავს მარია ერაძე.

მარია ერაძე რამდენიმე კომკურსის გამარჯვებულია. ის მიმდინარე წლის მაისში ამერიკის შეერთებულ შტატებში ინტექსის ოლიმპიადაზე იმყოფებოდა

მარია ერაძემ და გიორგი ფხაკაძემ მეცნიერული ნაშრომი "ცოცხალი საკვები" შექმნეს, რომელის გამომგონებელთა კონკურსის "ლეონარდო დავინჩის" პირველი ადგილის მფლობელი გახდა.









 

Print