ახალი ამბები
ქუთაისის მერია ტრენაჟორების დამონტაჟებისთვის რამდენიმეათასიან ტენდერს აცხადებს
FaceBook

ქუთაისი მერია ქალაქში  დამატებით 14 ადგილზე  ტრენაჟორებს განათავსებს. ამ მიზნით ადგილობრივმა თვითმმართველობამ 300 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი (SPA170008404)  გამოაცხადა.

სახელმწიფო შესყიდვა, რომელიც 19 ივნისს გამოცხადდა წინადადების მიღება 5 ივლისს დაიწყება და ხუთ დღეში დასრულდება.     


ნიკეას ქუჩა N36-38 კორპუსების წინ; ნიკეას ქუჩის მე-2 შესახვევი N3-5 კორპუსების წინ;  თაბუკაშვილის ქუჩა N 173, 36-ე საჯარო სკოლის გვერდით;  მაიაკოვსკის ხეივანი N15, მაღაზიის მიმდებარედ;  იური ბერაძის ქუჩა N3 გვერდით;  ლეონიძის ქუჩა N 2 მიმდებარედ;  კლდიაშვილის ქუჩა N136 მიმდებარედ; ჯავახიშვილის ქუჩა N14 მიმდებარედ, სპორტულ მოედანთან გაპონოვის ქუჩა N10 წინ სკვერში; 

სულხან-საბას გამზირი N21მიმდებარედ; ბუხაიძის ქუჩის მე- 2-ე მიკრორაიონი N12, N13,N13ა,N16 შორის; ბუკიას ქუჩა N5 კორპუსის მიმდებარედ;  ხარებავას ქუჩა N22 მიმდებარედ; ლადი ასათიანის ქუჩა N119 4-6 კორპუსის მიმდებარედ - ეს იმ ქუჩების ჩამონათვალია, სადაც  ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სპორტული ტრენაჟორები უნდა დაამონტაჟოს. 


ტრენაჟორების დადგმაზე პასუხიმგებლმა კომპანიამ უნდა დაამზადოს საჩრდილობელი ფანჩატური, სადაც სავარჯიშო მოწყობილობები დამონტაჟდება.


სატენდერო დიკუმენტაციის მიხედვით, ტრენაჟორები, რომლებიც ქალაქში 14 ადგილზე დამონტაჟდება ათი სხვადასხვა ტიპის უნდა იყოს. მაგალითად, "ნიჩბოსანი" "სხეულის ამზიდი", "აზიდვა მკერდიდან", "მიზიდვა მკერდისაკენ", აზიდვა ფეხებით", "წელის კორექციისათვის", "ელიფტური", "ნაბიჯისებრი", "ტვისტერი", "მუცლისა და ზურგის კუნთებისათვის".

ტრენაჟორები 14 წელს ზემოთ მომხმარებლისთვისაა განკუთვნილი, რომელთა დადგმა მიმდინარე წლის 15 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.
ქუთაისის მერიამ ტრენაჟორები გასულ წელსაც 7 ადგილზე დაამონტაჟა, რომელთაგან სამი მწყობდიდან უკვე გამოსულია და მის შესაკეთებლად მერიამ ტენდერი გამოაცხადა.


ამავე თემაზე:

ქუთაისის მერიამ ტრენაჟორები ქალაქის შვიდ ადგილზე 2016 წელსაც დაამონტაჟა.

ქუთაისში, ერთი წლის წინ დადგმული, ტრენაჟორების შესაკეთებლად ტენდერი გამოცხადდა

 

Print