ახალი ამბები
ქუთაისის ცენტრალური ბაღის დამცავი კედლის რეაბილიტაცია დაიწყო
FaceBook
ქუთაისში, ცენტრალური  ბაღის საყრდენი კედლის რეაბილიტაცია დაიწყო, რომლის რეკონსრუქციისთვის ბიუჯეტიდან  67 904 ლარი დაიხარჯება. რეაბილიტაციის ფარგლებში, ბაღის საყრდენი კედელი და მასზე განთავსებული ქვის ფილები  გამოიცვლება. 

"ძველი ელემენტები მოიხსნება და ასევე, ჩამოიყრება  ბათქაში.  ეს ყველაფერი ახალი მასალებით ჩანაცვლდება. ამის გარდა  ე.წ. სვეტებთან დაგებილი ფილებიც გამოიცველება და მოწესრიგდება",  -  განმარტავს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მალხაზ ბასილაძე.

ქუთაისის მერიამ ქალაქის ცენტრალური ბაღის საყრდენი კედლის რეაბილიტაციაზე ტენდერი (SPA170006396) მიმდინარე წლის მაისში გამოაცხადა. 
ადგილობრივმა თვითმმართველობამ  სახელმწიფო შესყიდვის საწყის ღირებულებად  74 022 ლარი განსაზღვრა. ტენდერით მხოლოდ ერთი კომპანია შპს  "ნიუ-იბერია" დაინტერესდა,  რომელმაც  მერიას  სამუშაოების შესრულება 67 904 ლარი  სანაცვლოდ შესთავაზა.

მხარეებს შორის ხელშეკრულება სწორედ ამ თანხაზე მიმდინარე წლის 7 ივნისს გაფორმდა.

ხელშეკრულების მიხედვით,  შპს "ნიუ-იბერიამ"  სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 4 სექტემბრისთვის უნდა დაასრულოს.



ამავე თემაზე:

ქუთაისის ბაღის დამცავი კედლის რეაბილიტაციაზე რამდენიმეათასიანი ტენდერი გამოცხადდა

Print