ახალი ამბები
ოკაცეს კანიონის რეაბილიტაციისთვის მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი გამოცხადდა
FaceBook

ხონის მუნიციპალიტეტში მდებარე ოკაცეს ბუნებრივ ძეგლზე ტურისტული ინფრატრუქტურა მოეწყობა.


ობიექტის რეაბილიტაციისთვის სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტომ, მიმდინარე წლის 19 ივნისს 1 150 140 ლარის ღირებულების ტენდერი(NAT170006748) გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვაზე წინადადების მიღება  5 ივლისს დაიწყევა და ხუთ დღეში დასრულდება. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ოკაცეს ბუნებრივ ძეგლზე ვიზიტორთა ცენტრის, ბაქნების, ხიდების და ბილიკების მშენებლობა უნდა უზრუნველყოს.



ასევე, ოკაცეს კანიონის ტერიტორიაზე წყალსადენ-საკანალიზაციო სისტემის, შიდა და გარე ელექტოქსელის, სახნძრო სიგნალიზაციის, გათბობის კონდინცირება ვენტილაციის და ვიდეო მეთვალყურების სიტემის დამონტაჟება მოხდება.

სსიპ დაცული ტერიტორიის სააგენტოში აცხადებენ, რომ ბუნებრივი ძეგლზე ინფრასტრუქტურული სამუშაობი 2017 წლის 15 დეკემბრისთვის უნდა დასრულდეს.

 

ამავე თემაზე:

ნავენახევის მღვიმეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
Print