ახალი ამბები
არაშენებულ ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დაინიშნა
FaceBook

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ მურღულია დაინიშნა.


სამინისტროში აცხადებენ, რომ მურღულია აღნიშნულ პოსტზე საგნმანათლებლო დაწესებულებაში მართვის ორგანოების არჩევამდე დარჩება.

"ვიდრე არ დასრულდება სამუშაოები და არ იქნება არჩეული მართვის ორგანოები, მანამდე მოვალეობას შეასრულებს თეიმურაზ მურღულია", -  განაცხადეს  ჩვენთან საუბარში განათლების და მეცნიერების სამინისტროში.

მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა. ღონისძიებას მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.

იმ დროისთვის სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები არავის დაუკონკრეტებია. მხოლოდ ის განაცხადეს, რომ უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიიღოს.

პროექტზე 500 მილიონი დოლარი დაიხარჯება. უნივერსიტეტი 60 000 სტუდენტზე იქნება გათვლილი.

საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამშენებლო სამუშოების აქტიურ დაწყებას ზაფხულზე გეგმავს.

პროექტის მიხედვით უნივერსიტეტის კორპუსი ხუთსართულიანი იქნება. მისი სიგრძე 200 მეტრი ექნება, სიგანე კი -150.

ამავე თემაზე:

ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა იწყება (ვიდეო)

უძილაური: ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა ზაფხულზე დაიწყება (ფოტო)


ქუთაისის საკრებულო დღეს საუნივერსიტეტო ქალაქის განაშენიანების გეგმაზე იმსჯელებს

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი პროექტის პრეზენტაციიდან ორი თვის შემდეგ (ფოტო)

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის ამსახველი ბანერები ცენტრალურ ბაღში - ფოტო

ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქში უცხოელი პროფესორები იმუშავებენ

"არც ერთი ხე არ მოიჭრება" - ქუთაისის მერი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაზე

ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო (ფოტო)

 

Print