ახალი ამბები
"გამოდით, დაელაპარაკეთ ხალხს" - აქცია ქუთაისის მერიის წინ (ვიდეო)
FaceBook
ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლებმა, მათი საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ არსებულ სკვერში კაფე-ბარის მშენებლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. ადგილობრივები ამჯერად ქუთაისის მერიის შენობის წინ შეიკრიბნენ და ქალაქის ხელისუფებასთან პრობლემის გადასაჭრელად შეხვედრა მოითხოვეს.

აქციის მონაწილეებმა შენობაში შესვლის და ვიცე-მერ ნოდარ მიაქიაშვილთან შეხვედრის შეთავაზება მიიღეს, თუმცა, ისინი პირობებს არ თანხმდებოდნენ და ხელისუფლების წარმომადგენლების აქციაზე ჩასვლას მოითხოვდნენ.

მოთხოვნას არც ქუთაისის მერია დათანხმდა, რის შემდეგაც აქციის რამდენიმე მონაწილე მასთან შესახვედრად კაბინეტში ავიდა.

აქციის მონაწილეები მშენებლობის ნებართვის გაუქმებას და ადგილისთვის სკვერის სტატუსის დაბრუნებას ითხოვდნენ. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქუთაისის მერიაში განაცხადეს, რომ ინვესტორს, რომელიც ბუხაიძის ქუჩაზე კაფე-ბარ "ფლამინგოს" აშენებდა, ალტერნატიული ადგილები უკვე შესთავაზეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლების  მოთხოვნა,  სავარუდოდ, დაკმაყოფილდება. 




ამავე თემაზე:

ქუთაისის მერიის ორმხრივი გარიგება კინო "საქართველოს" გახსნის სანაცვლოდ

"თქვენ გინდათ ფულები, ჩვენ გვინდა სკვერი" - დაპირისპირება ქუთაისში კაფე-ბარის მშენებლობის გამო (ვიდეო)

"ისუნთქეთ ცემენტი" - აქცია ქუთაისის მერიის წინ

"ვფიქრობთ, რომ არ აშენდება" - ქუთაისის ვიცე-მერი სკვერში კაფის მშენებლობაზე
Print