ახალი ამბები
20-21 ივნისს დასავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი
FaceBook

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 19 ივნისს დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება და ხანმოკლე წვიმა არის მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების ცნობით, დასავლეთ საქართველოში  20-21 ივნისს  ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი.

"დასავლეთ საქართველოში 20-21 ივნისს, მოსალოდნელია წვიმა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქალი, შესაძლებელია იყოს ელჭექიც. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და 22 გრადუსამდე გათბება", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე წლის 23 ივნისიდან გამოიდარებს.


 

Print