ახალი ამბები
ქუთაისში გატაცებული ავტომობილი სამართალდამცავებმა იპოვეს
FaceBook
ქუთაისში გატაცებული ავტომობილი სამართალდამცავებმა რამდენიმე საათის წინ, ცხელ კვალზე იპოვეს.

როგორც "ქუთაისიპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, ქუთაისში მომხდარ ყაჩაღობის ფატზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ყაჩაღობის ფაქტი ქუთაისში 26 მაისის ქუჩაზე დღეს მოხდა. ნიღბიანმა მძარცველებმა საინკასაციო სამსახურის თანამშრომლების ავტომობილი გაიტაცეს.

თვითმხილველების თქმით, ყაჩაღობა მაშინ მოხდა, როდესაც საინკასაციო სამსახურის თანამშრომლები  ჩასარიცხი აპარატიდან თანხას იღებდნენ.

ფაქტზე გამოძიება სსკ 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
Print