ახალი ამბები
ქუთაისში "მშვიდობის ბურთის" დადგმას ითხოვენ
FaceBook
ქუთაისში რამაზ შენგელიას სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე "მშვიდობის ბურთის" დადგმას ითხოვენ.
ამ იდეის ავტორი ქუთაისელი ბესიკ ადამიაა. როგორც თავად განმარტავს, ბურთზე ქართულ, აფხაზურ, ოსურ და სხვა ენებზე სიტყვა "მშვიდობის" დაწერა სურს.
"თუკი ეს იდეა სისრულეში მოვა, ქუთაისი იქნება მსოფლიოში პირველი ქალაქი, სადაც "მშვიდობის ბურთი" იარსებებს," - აცხადებს ბესიკ ადამია.
იდეის ავტორის განცხადებით, მან აღნიშნული პროექტით მიმართა ქუთაისის მერიას, თუმცა შესაბამისი ფინანსების არარსებობის გამო, უარი მიიღო.
"თუკი ბურთის დადგმა არ მოხდება, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ის მაინც გააკეთოს, რომ ამ მოედანს მშვიდობის მოედანი ეწოდოს," - ამბობს ბესიკ ადამია.
"მშიდობის ბურთის" იდეა საქპატენტმა ავტორს გასულ თვეში დაუპატენტა.
დეა მანაგაძე
Print