ახალი ამბები
ზესტაფონში ძაღლმა ქალი დაკბინა
FaceBook
ზესტაფონში ძაღლმა ქალი დაკბინა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ნაკბენის გამო დაზარალებულს აცრის გაკეთება დასჭირდა. მისი თქმით, მაწანწალა ძაღლმა მაშინ უკბინა, როდესაც ის სამსახურში მიდიოდა.

მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ  ზესტაფონში უმეთვალყურეოდ დარჩენილ ძაღლებს მეთვალყურეობას ააიპ "სპეციალური სერვისები" უწევს. გამგებლის მოადგილის ვახტანგ ღამბაშიძის განმარტებით, იმის გამო, რომ  მათ არ აქვთ ძაღლების თავშესაფარი, ქუთაისის მერიის დაქვემდებარებულ ორგანიზაციასთან  გააფორმეს ხელშეკრულება. 


"ძაღლების თავშესაფარის მოწყობა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამიტომ პერიოდულად ქუთაისიდან ჩამოდის სპეციალური ჯგუფი და ხდება ძაღლების დაჭერა და ტრანსპორტირება ქუთაისამდე", - ამბობს ჩვენთან საუბარში ზესტაფონის გამგებლის მოადგილე, ვახტანგ ღამბაშიძე.  რაც შეეხება, კონკრეტულ ფაქტს, გამგეობაში  ირწმუნებიან, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.



ეკა დუგლაძე

Print