ახალი ამბები
ქუთაისი-ლონდონის მიმართულებით პირველი რეისი განხორციელდა
FaceBook
ქუთაისიდან პირველად დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია "ვიზიარმა", ქუთაისი-ლონდონის მიმართულებით პირველი რეისი განახორციელა.
ლონდონის მიმართულებით ქუთაისიდან ფრენები კვირაში ორჯერ განხორციელდება, ბილეთის საწყისი ფასი კი 47 ლარია.
ლონდონის რეისის ერთ-ერთი პირველი მგზავრი ქუთაისის მერი შოთა მურღულია იყო, რომელიც ქუთაისთან დამეგობრებულ ქალაქ ნიუპორტში გაემგზავრა.

როგორც ქუთაისის საერთაშორისო ააეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, აღნიშნული რეისი საგრძნობლად გაზრდის ტურისტების ნაკადს.
Print