ახალი ამბები
,,ლევან აბზიანიძე მოკლა სახელმწიფომ" - აქცია თეთრ ხიდზე
FaceBook
,,ლევან აბზიანიძე მოკლა სახელმწიფომ" - ამ სლოგანით აქცია მიმდინარეობს ქუთაისში. თეთრ ხიდზე ,,თეთრი ხმაურის მოძრაობის " წევრებმა სლოგანი ანთებული სანთლებით დაწერეს.

ისინი ლევან აბზიანიძის გარდაცვალებაში სამართალდამცავებს ადანაშაულებენ. მათი თქმით, სამართალდამცველების მხრიდან უკანონო ქმედებაზე პასუხი არავის უგია. საპროტესტო აქცია სიმბოლურად ლევან აბზიანიძის გარდაცვალებიდან 2 წლისთავს უკავშირდება.

ქუთაისში ორი წლის წინ ნარკოტესტირების დროს, პოლიციამ ლევან აბზიანიძე განყოფილებაში გადაიყვანა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას პოლიციამ რამდენიმე შარდმდენი აბი დაალევინა,რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა.

"თეთრი ხმაურის მოძრაობა" უნდობლობას უცხადებს ექსპერტიზის დასკვნას და აბზიანიძის გარდაცვალებას მისი რამდენიმე საათიანი წამების პირდაპირ შედეგად მიიჩნევს. სახელმწიფოსგან კი ობიექტურგამოძიებას და დამნაშავე პოლიციელების დასჯას მოითხოვს.
Print