ახალი ამბები
ქუთაისი-ლონდონი - პირდაპირი რეისები 18 ივნისიდან შესრულდება
FaceBook
ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდან ლონდონის მიმართულებით ახალი პირდაპირი ავიარეისები დღეს შესრულდება.

მგზავრებს ლონდონის მიმართულებით ავიაბილეთების შეძენა  ავიაკომპანია ვიზეარის საიტზე www.wizzair.com შეძლოთ. ბილეთის ფასი 73.99 ლარიდან იწყება.

ქუთაისი-ლონდონის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნას დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაკენზი სმიტი განცხადებით გამოეხმაურა.

"ბრიტანეთსა და საქართველოს მყარი მეგობრობა აკავშირებთ. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კი იზრდება ბიზნესის, განათლების, სპორტის და ტურიზმის სფეროში. პირდაპირი ფრენები ბრიტანეთსა და საქართველოს უფრო დააახლოებს", - აღნიშნულია ბრიტანეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლონდონის ავიარეისები კვირაში ორჯერ, ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება.

"ყველა ავიარეისი სრულდება 180-ადგილიანი აირბას A320 და 230-ადგილიანი აირბას A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით", - აცხადებენ "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში".

"ვიზეარი" საქართველოდან 12 დაბალბიუჯეტიან ავიამიმართულებას ევროპის 9 ქვეყანაში ახორციელებს.


Print