ახალი ამბები
"ქუთაისი ყალიბდება როგორც საქართველოს ცენტრი" - გიორგი კვირიკაშვილი
FaceBook
იმერეთის რეგიონში, დავით კლდიაშვილის სახლმუზეუმში სტუმრობისას პრემიერ-მინისტრმა ქუთაისის და იმერეთის გავითარებაზე ისაუბრა.
"ქუთაისი ყალიბდება როგორც საქართველოს ცენტრი, საიდანაც ყველა წერტილში მისვლა იქნება მარტივი. ეს გულისხმობს ტურიზმის განვითარებას. ტურიზმის განვითარება კი, ყველა ოჯახში შემოსავალს და ამ ოჯახების წელგამართულობას ნიშნავს.

ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ სწრაფად ვახორციელებთ ამ პროგრამას. თერჯოლაში 8 მილიონი ლარის პროექტები განხორციელდა. 26 კმ გზა მოეწყო. 5 თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი გაიხსნა და ეს ყველაფერი არ არის. ჩვენი მიზანია ახალგაზრდებმა ფეხი აუწყონ თანამედროვე ცხოვრებას. სწორედ ამიტომ ჩვენი პრიორიტეტია განათლების სისტემა", - განაცხადა პრემიერმა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში 17 ივნისს სახალხო დღესასწაულს აღნიშნავენ, რომელსაც პრემიერ-მინიტრი, გიორგი  კვირიკაშვილი ესწრება. სახალხო დღესასწაული ზედა სიმონეთში დავით კლდიაშვილის სახლმუზეუმის ეზოში  მიმდინარეობს.
Print