ახალი ამბები
თერჯოლაში სახალხო დღესასწაულს კვირაკშვილი დაესწრო
FaceBook
თერჯოლის მუნიციპალიტეტში 17 ივნისს სახალხო დღესასწაულს აღნიშნავენ, რომელსაც პრემიერ-მინიტრი, გიორგი კვირიკაშვილი ესწრება. სახალხო დღესასწაული ზედა სიმონეთში დავით კლდიაშვილის სახლმუზეუმის ეზოში  მიმდინარეობს.

გიორგი კვირკაშვილმა ქვეყნის განვითარებაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და მეწარმეობის ხელშეწყობაზე ისაუბრა. სახალხო ზეიმი წელს პირველად, თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის ინიციატივით იმართება. 

დღესვე თერჯოლის ხუთ მოქალაქეს საპატიო თერჯოლელის წოდება მიენიჭა. ასევე,გამოვლინდნენ რაიონის წარჩინებული მოსწავლეები, რომლებსაც სახელობითი სტიპენდიები დაენიშნათ.
Print