ახალი ამბები
ხონში სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები წიგნებით დაასაჩუქრეს
FaceBook
ხონში არასამთავრობო ორგანიზაცია რეგიონალური ინიციატივების ცენტრმა "ნათელი მომავალი", პარტნიორებთან ერთად, კიდევ ერთი "წიგნიერების აქცია" გამართა.
ღონისძიება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდში და სოფელ გოჩა-ჯიხაიშში მცხოვრები სოციალურად დაუცველ 4 მრავალშვილიან ოჯახს საბავშვო ლიტერატურა და ქართული მწერლობის ტომეულები საჩუქრად გადაეცათ. თითოეულ ამ ოჯახში 4 ბავშვი იზრდება.

გარდა წიგნებისა, ბავშვებს სათამაშოები, სასკოლო რვეულები და საკანცელარიო მასალებიც დაურიგდათ.

მათი შეძენა მედიასახლი "პოსტსკრიპტუმის", კორპორაცია "ქინძმარაულის", "თელავის ღვინის მარანისა" და კორპორაცია "ქართული ღვინო"-ს დახმარებით მოხდა.

"ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ ბავშვების წიგნიერება და ხელი შევუწყოთ, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს თანამედროვე წიგნებზე ხელმისაწვდომობა," - ეს არის დევიზი ჩვენი სპონსორების, რომლებიც უხლოეს მომავალში ხონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის ანალოგიურ აქციას კიდევ გეგმავენ," - განმარტავენ რეგიონალური ინიციატივების ცენტრში.


Print