ახალი ამბები
წყალმომარაგების კომპანია ქუთაისში ფალიაშვილის ქუჩის დატბორვაზე კომენტარს აკეთებს
FaceBook
ქუთაისში, ფალიაშვილის პირველი შესახვევი მეორე დღეა დატბორილია. აღნიშნული "წყალდიდობის" მიზეზებზე განმარტებას აკეთებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია.
კომპანიის პრესსამსახური, ქეთი კიკვიძის თქმით " ფალიაშვილის ქუჩაზე უკვე გაგზავნილია ბრიგადა, რომელმაც გაარკვია, რომ დაზიანებული იყო 100 მილიმეტრიანი მილი, რომელიც მესხიშილის თეატრს ამარაგებს წყლით. შესაბამისად პრობლემა მალე აღმოიფხვრება", - აღნიშნა ქეთი კიკვიძემ "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.
ეკა კუხალაშვილი

Print