ახალი ამბები
ქუთაისის მერმა მხატვრებს საჩუქრად თანხა გადასცა
FaceBook

ქუთაისს მერმა შოთა მურღულიამ იუბილარი მხატვრები დაასაჩუქრა.

ქალაქის მერმა მხატვართა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის წევრ მხატვრებს მადლობის სიგელები და 1 200 ლარი გადასცა.

"ჩვენ ყოველწლიურად გადავცემთ სამადლობელ წერილებს და ფულად ჯილდოებს მხატვრებს. დღეს დავასაჩუქრეთ ადამიანები, რომლებსაც უსრულდებათ მრგვალი თარიღი. ასევე, ვცდილობთ მოვაწყოთ გამოფენები. დღევანდელი მიღებით მხატვრებს დავუფასეთ გაწეული შრომა", -  განმარტა დაჯილდოებაზე ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.

"მიხარია, რომ გაწეული შრომა გვიფასდება. უკვე გამოვეცით მხატვრების კატალოგი", - ამბობს მხატვართა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, მხატვარი ვალერიან მეძმარიაშვილი.

ქუთაისის მერმა მიღებაზე საჩუქრები მოქანდაკე აკაკი კიკვაძეს, მხატვრებს ჯეირან ფაჩუაშვილს, თემურ ძიძიგურს, მერაბ ვალიკოვსა და ვალერიან მეძმარიაშვილს გადასცა.

 

Print