ახალი ამბები
"განათლების სისტემა უნდა იყოს უკეთესი " - TI-ის შეხვედრა ქუთაისელ სტუდენტებთან
FaceBook

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სტუდენტებს შორის"ძალა ევროპაშია" ამ სახელწოდებით შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრის თემა ევროკავშირთან ასოცორების ხელშეკრულება და პერსპექტივები იყო.

სტუდენტებს "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს" თავმჯდომარე ეკა გიგაური ესაუბრა, რომელმაც საქართველოს ევროკავშირში სწრაფვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებმა იცოდენენ რა შეთავაზებები აქვს ევროკავშირს და ნატოს საქართველოსადმი, იმისთვის, რომ ჩვენ მეტი დახმარება მივიღოთ მათგან. მაგალითად, ჩვენი განათლების სისტემა უნდა იყოს უკეთესი და მათ ისწავლონ ევროპულ უნივერსიტეტებში. სწორედ ეს საკითხები დღეს უფრო დეტალურად გავაცანით სტუდენტებს", - განმარტა "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს" თავმჯდომარე, ეკა გიგაურმა.

შეხვედრას ასევე, არასამთვრობო ორგანიზაცია "სიდას" წარმომადგენელი ზვიად დევდარიანი, ევროატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი კახა ხანდოშვილი,მედიის განვითარების ფონდი, თავმჯდომარე თამარ კინწურაშვილი დაესწრნენ.

შეხვედრაზე ასევე, იმყოფებოდნენ  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები და სტუდენტებიც. 

"მომეწონა შეხვედრა, რადგან, თემა აქტუალურია და კარგია მეტი ინფორმაცია ვიცოდეთ ევროკავშირის შესახებ", -  ამბობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, მაია კუპრავა.

"ძალა ევროპაშია" ამ სახელწოდებით შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც გაიმართება.
პროექტი "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს"  მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში ხორციელდება.



 

Print