ახალი ამბები
იპოთეკით დაზარალებულები პარლამენტარებისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობას აპირებენ
FaceBook
"გვასახლებენ", "შეჩერდეს გამოსახლებები", "ვითხოვთ დაბალპროცენტიან სესხებს" – ამ სლოგანებით ქუთაისში, იპოთეკური სესხებით დაზარალებულებმა, პარლამენტის შენობის წინ აქცია გამართეს.
საპროტესტო აქცია იპოთეკით დაზარალებულებმა კიკვიძის ძეგლიდან მსვლელობით დაიწყეს.
აქციის მონაწილეები პარლამენტარების მოსვლას ელოდებიან, რათა მათ სირცხვილის კორიდორი მოუწყონ. მათი თქმით, საქართველოში ხალხი შიმშილობს, თუმცა, ამასთან ერთად, არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც უკვე საცხოვრებელი სახლიც არ გააჩნიათ.
"მოვითხოვთ პარლამენტარებისგან შეიმუშაონ კანონი, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება და დაგვიცავს ," – ამბობენ დაზარალებულები.
იპოთეკით დაზარალებულთა აქციას პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის წევრები შეურთდნენ.
ანა ჯანაშია
Print