ახალი ამბები
ქუთაისში სამგზავრო მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა
FaceBook
ქუთაისში, N48 საქალაქო ხაზზე მომუშავე მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა.
შემთხვევის შედეგად დაზიანება მიიღო ერთმა მგზავრმა.

შემთხვევა დილით, ასათიანის ქუჩაზე მოხდა.

საქალაქო მიკროავტობუსი, რომელიც მთავარ ქუჩაზე მიდიოდა, ჩიხში შემავალ მიკროავტობუსს დაეჯახა.

N48 მიკროავტობუსის მძღოლმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა. 

შსს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე არ აღძრულა და შეჯახების ფაქტი ადმინისტრაციული წესით გაფორმდა.
Print