ახალი ამბები
ქუთაისელი ავტორის პოეტური კრებულის პრეზენტაცია სამების საკათედრო ტაძარში
FaceBook

თბილისში, მიმდინარე წლის 16 ივნისს, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში, მესხიშვილის თეატრის მხატვარ-მოდელიორის მარინე გაჩეჩილაძის ახალი პოეტური კრებულის "ზღვის ქაფიდან მანდილს მოვქსოვ" პრეზენტაცია გაიმართება.


პრეზენტაციაზე მოწვეულები არიან აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები, რომლებსაც კრებული საჩუქრად გადაეცემათ.

"ვფიქრობ, ეს საღამო ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია აფხაზეთისკენ. გახსენება იმ ადამიანების, ვისი საფლავებიც ჭირისუფლისგან ცრემლებს ელოდებიან",  - ამბობს მარინე გაჩეჩილაძე.

მესხიშვილის თეატრის მხატვარ-მოდელიერის მარინე გაჩეჩილაძის ახალი პოეტური კრებულის "ზღვის ქაფიდან მანდილს მოვქსოვ"  პრეზენტაცია 19 საათზე დაიწყება.

 

Print