ახალი ამბები
სოციალური სერვისების დეცენტრალიზაცია – „თაობათა დიალოგის“ ერთობლივი პროექტი
FaceBook
სოციალური სერვისების გაუმჯობესებისა და მეტი ხელმისაწვმდომობის მიზნით, სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი", სომხეთის არმავირის განვითარების ცენტრთან და უკრაინის სოციალური და პოლიტიკური კვლევის ბიუროსთან ერთად, ერთობლივ პროექტს ახროციელებს.
"პროექტი სახელწოდებით "ნაბიჯი წინ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სოციალური სერვისების დეცენტრალიზაციისკენ" მიზნად ისახავს სახელმწიფოს სოციალური პროგრამების დეცენტრალიზაციას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია უკრაინასა და საქართველოში არსებული სოციალური დახმარების სისტემის საფუძვლიანი შესწავლა და მუდმივმოქმედი სტრუქტურის შექმნა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ხელს შუწყობს სოციალური სერვისების დეცენტრალიზაციას.

პროექტის ფარგლებში, ქუთაისს, სომხეთისა და უკრაინის სოციალური სამსახურების წარმომადგენლები და ამ სფეროს კვლევითი ორგანიზაციების წევრები ეწვივნენ.
სტუმრები ქალაქისა და გუბერნიის პირველ პირებს შეხვდნენ და პროექტის მნიშვნელობაზე, სოციალური დახმარების სისტემების არსებულ ხარვეზებსა და მათი დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

Print