ახალი ამბები
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია 6 პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს
FaceBook
იმერეთის სამხარეო გუბერნიამ საჯარო მოხელეთა 6 ვაკანტური პოსტის დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა.

სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციამ ვაკანტური პოზიციები რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილის, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის სპეციალისტის, ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილის, ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის, აპარატის მთავარი სპეციალისტისა და აპარატის უფროსი სპეციალისტის პოზიცებზე.

კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება, განაცხადების მიღების ბოლო ვადა 22 ივნისია.

კონკურსი საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ–გვერდის მეშვეობით გამოცხადდა ►https://www.hr.gov.ge/

გუბერნიის გარდა მიმდინარე წლის 12 ივნისს ქუთაისის მერიამ 10-ივე სამსახურში 26 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. ქუთაისის მერიაში სამსახურის უფროსის მოადგილის, განყოფილების უფროსის, სპეციალისტებისა და მთავრი სპეციალისტების პოზიციებზე განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია.
Print