ახალი ამბები
"მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გამსახურდიას ქუჩაზე გზა დაიგოს" - ქუთაისის მერია
FaceBook

ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე გოგი წულაიას მიერ გზის საფარის დაგებას ადგილობრივ თვითმმართველობაში ეხმაურებიან.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მალხაზ ბასილაძის განმარტებით, აღნიშნულ ქუჩაზე სამუშაოებს წყლის სარებილიტაციო სამუშაობის შემსრულებელი კომპანია "SMK"  ახორციელებს, რომელსაც აღნიშნულ ქუჩაზე სამუშაობის დასრულებისთვის 5 თვიანი პერიოდი ჰქონდა.

"2 კვირის წინ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე დაიგება გზის საფარი. უმოქმედო ნამდვილად არ არის ქუთაისი მერია ველოდებოდით ამინდების გამოსვლას და უახლოეს მომავალში ეს პრობლემა მოგვარდება",  - ამბობს ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის უფროსი მალხაზ ბასილაძე.

პარტია თავისუფალი საქართველოს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძვანელმა გოგი წულაიმ 13 ივნისს ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე ბეტონის საფარი დააგო.

მისი თქმით, ამ პერფომანსით მან ქუთაისის მერიას 5 წლიანი მუშაობის შედეგი შეახსენა. 



ამავე თემაზე:

გოგი წულაიამ ქუთაისში გზა დააგო (ვიდეო)

 

Print