ახალი ამბები
დროშის გადაბარების ცერემონიალი ქუთაისში
FaceBook
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეით ბრიგადას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ბრიგადის საბრძოლო დროშის გადაბარების ცერემონიალი საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ქუთაისში გაიმართა. სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალმა, პოლკოვნიკმა მიხეილ სადუნიშვილმა III ქვეითი ბრიგადის დროშა ვიცე-პოლკოვნიკ როლანდ კიკნაველიძეს საზეიმო ვითარებაში გადასცა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ბრიგადის ახალ მეთაურს წარმატებები უსურვა და ქვედანაყოფის ყოფილ ხელმძღვანელს, პოლკოვნიკ მალხაზ მერლანს მადლობა გადაუხადა.
დროშის გადაბარების ცერემონიალი III ქვეითი ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ საზეიმო მარშით დაასრულა.
ღონისძიებას ქუთაისის მერი შოთა მურღულია და იმერეთის რეგიონის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე დაესწრნენ.
Print