ახალი ამბები
გოგი წულაიამ ქუთაისში გზა დააგო (ვიდეო)
FaceBook
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოგი წულაიამ ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე პერფომანსი მოაწყო.

გორის ქუჩის და ჭავჭავაძის გამზირის დამაკავშირებელი ქუჩის მონაკვეთის დაზიანებულ გზაზე ბეტონი დააგო. მისი თქმით, პერფომანსით მან ქუთაისის მერიას 5 წლიანი მუშაობის შედეგი შეახსენა.
,,ოდნავ ნორმალურ ქვეყანაში, როცა ხელისუფლება თავის მოქალაქეებს ასეთ წუმპეში აცხოვრებს, მოსახლეობა ან აიძულებს გააკეთოს ან კაბინეტებიდან ყრიან ასეთ ხელსიუფლებას. თუ იმის ცთავი არ გვაქვს, რომ ეს ხელისუფლებას გავაკეთებინოთ, მაშინ ჩვენ თვითონ გავაკეთოთ" - აცხადებს გოგი წულაია


გოგი წულაიას თქმით, უკვე ხუთი წელია გამსახურდიას ქუჩაზე გზის საფარი უმძიმეს მდგომარეობაშია.


Print