ახალი ამბები
„ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა“ –დევნილთა სამინისტრო სასტუმრო „თბილისის“ რეაბილიტაციაზე
FaceBook
ქუთაისში, სასტუმრო "თბილისის" ყოფილ შენობას  როდის ჩაუტარდება რეაბილიტაცია, ჯერჯერობით უცნობია. შენობაში 24 წელია აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები ცხოვრობენ. დევნილთა სამინისტროში ამბობენ, რომ  ამ მიმართულებით ჯერ კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა.

"არაფერი შეცვლილა, აბსოლუტურად არაფერი. ჩვენც და ქუთაისის მერიაც ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომელი კომპანია გააკეთებს. ეს ქუთაისის მერიასთან ერთად უნდა გაკეთდეს. ეს საკითხი აუცილებლად განხორციელდება და გაკეთდება, თუმცა, ვადებს ვერ გეტყვით", – ამბობს ჩვენთან საუბარში დევნილთა და განსახლების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი დალი გოგოლაძე.

სასტუმრო "თბილისში" მცხოვრებმა დევნილებმა, შენობის რეაბილიტაციის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.

მათი თქმით, შენობის ფასადიდან ფილები ცვივა და ყოველდღიურად საფრთხის ქვეშ უწევთ ცხოვრება. შენობიდან ფილების ჩამოცვენის ფაქტი ბოლოს 15 მაისს დაფიქსირდა.

დევნილების პროტესტს დევნილთა სამინისტრო გამოეხმაურა. უწყებაში მაშინ განაცხადეს, რომ შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და მისი რეაბილიტაციის ვალდებულება არ აქვთ. თუმცა, ამის მიუხედავად, შენობას გამაგრებით სამუშაოებს ჩაუტარებდნენ. კერძოდ, გამოიცვლეობდა სახურავი და ფასადი ბათქაშით გამაგრდებოდა.

უწყება შენობის რეაბილიტაციისთვის ტენდერის დაჩქარებული წესით გამოცხადებას და სამუშაოების უმოკლეს ვადებში განხორციელებას გეგმავდა.


ამავე თემაზე:

"ვიდრე კიდევ ვინმეს იმსხვერპლებს, მოგვხედონ" - ქუთაისში სასტუმრო "თბილისის" ყოფილი შენობა ინგრევა

"ინგრევა, დაგვეხმარეთ" - რა ხდება სასტუმრო "თბილისში" (ფოტო)

დევნილთა სამინისტრო ქუთაისში სასტუმრო "თბილისის" შენობას რეაბილიტაციას ჩაუტერებს
Print