ახალი ამბები
ქუთაისში, ერთი წლის წინ დადგმული, ტრენაჟორების შესაკეთებლად ტენდერი გამოცხადდა
FaceBook

ქუთაისში, მერიის მიერ ერთი წლის წინ დამონტაჟებულ, ტრენაჟორებს რეაბილიტაცია სჭირდება.  ამ მიზნით ქუთაისის  ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი გამოაცხადა.

ქალაქის ტერიტორიაზე 7 ობიქტზე დადგმული ტრენაჟორიდან  რეკონსტრუქცია სამს, ნიკეას ქუჩაზე მე-2 შესახვევი N10-სა და N16-ს შორის მდებარე სკვერში; მოსწავლე ახალგაზრდობის პარკსა (თაბუკაშვილის ქ. N2) და ე.წ. ხარაზოვის ბაღში დამონტაჟებულ ტრენაჟორებს ჩაუტარდება.





ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ტრენაჟორები მოსახელობის მიერ არის დაზიანებული და ამიტომაც მის შესაკეთებლად სახელმწიფო შესყიდვა (SPA170008054) გამოცხადდა. მათ შესაკეთებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 000 ლარი არის განსაზღვრული. სადაც განაცხადების მიღება 14-დან 16 ივნისამდე გაგარძელდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ელექტრონულ შესყიდვაში გამარჯვებულმა კომპანიამ ნიკეას ქუჩაზე, მოსწავლე ახალგაზრდობის და ხარაზოვის ბაღში მდებარე დაზიანებული ტრენაჟორები უნდა შეაკეთოს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ, ტრენაჟორების ძელსკამები ანკერებითა და ბეტონის სხმულით უნდა გაამაგროს, მუხლის მასაჟორის პლასტმასის სახურავი უნდა შეცვალოს. ასევე, კომპანიამ სხვა სამუშაობეთან ერთად, ტრენაჟორის ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრეს წყლის დგომის თავიდან ასაცილებლად დრენაჟი უნდა დაამონტაჟოს. ამ ყველაფრის გაკეთება კი, 15 აგვისტომდე უნდა უზრუნველყოს.

ქუთაისის მერიამ ტრენაჟორები ქალაქის შვიდ ადგილზე 2016 წელს დაამონტაჟა.

Print