ახალი ამბები
Birja Mafia-ს ორივე წევრი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
FaceBook
თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ჯგუფ Birja Mafia-ს ორივე დაკავებული წევრი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
რეპერ გიორგი ქებურიას სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 20 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

სასამართლო დარბაზიდან 50 000 ლარის სანაცვლოდ დღესვე გაათავისუფლეს ჯგუფის კიდევ ერთი წევრი, მიხეილ მგალობლიშვილი.
ჯგუფ Birja Mafia-ს წევრები შსს–მ 9 ივნისს დააკავა.

დაკავებულებს პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა–შენახვას ედავებოდა.

პროკურატურამ მოგვიანებით პოზიცია შეცვალა და დაკავებული რეპერები მოწმის სტატუსით დაკითხა, იმ პოლიციელების მიმართ კი, რომლებმაც ისინი დააკავეს, გამოძიება მტკიცებულებების შესაძლო გაყალბებაზე დაიწყო გამოძიება.

გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გაუქმებას წინ უძღოდა რეპერ ბერა ივანიშვილის და პრემიერ კახა–კალაძის მხარდამჭერი განცხადებები.

დაკავებულ რეპერებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 8–დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილის ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ 
რეპერების დაკავება მათ მიერ გადაღებულ კლიპს, სახელწოდებით

"TSL შავი ზედა" უკავშირდება, სადაც მუსიკოსები პოლიციას აშარჟებენ.




ამავე თემაზე:

არა ცენზურას!–ქუთაისში Birja Mafia–ს მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

"დარჩა რამე ჩასადები?" - ქუთაისში Birja Mafia–ს მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

Birja Mafia–ს წევრები, შესაძლოა, 12 ივნისს გაათავისუფლონ
Print