ახალი ამბები
ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2017 “ 15 ივნისს დაიხურება
FaceBook
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ფესტივალი "თეატრალური იმერეთი -2017" გრძელდება.
ფესტივალი 27 მაისს გაიხსნა. მასში მონაწილეობას იმერეთის მხარის 12 მუნიციპალიტეტის თეატრები და ასევე, ორი სტუმარი თეატრი სოხუმის კ.გამსახურდიას სახ.სახელმწიფო პროფესიული დრამატული და აზერბაიჯანის რესპუბლიკის, კახის რაიონის სადახლოს ქართული სახელმწიფო თეატრი იღებდნენ. ჯამში მესხიშვილის თეატრის სცენაზე სულ 14 სპექტაკლი იქნება გათამაშებული.

ჟიური სამკაციანი შემადგენლობისაა: თეატრმცოდნე, მაკა ვასაძე (თავმჯდომარე), ხელოვნებათმცოდნე, ლელა ოჩიაური, საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირის პრეზიდენტი თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე.

ფესტივალი 15 ივნისსს დაიხურება და გამარჯვებულები გამოვლინდება სხვადასხვა ნომინაციაში. მანამდე წინ არის ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახ. სახალხო თეატრი, სპექტაკლით "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი" (რეჟისორი: ირინე ჩხეიძე)

13 ივნისს ხონის სახალხო თეატრი რეზო ნაჭყებიას პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლით "სახლი ღრუბლებში" (რეჟისორი:პეტრე ჩარგეიშვილი).

14 ივნისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის, კახის რაიონის სადახლოს ქართული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი. "იავნანამ რა ქმნა" ( რეჟისორი: ლერი შიოშვილი).

15 ივნისს კი ფესტივალის დახურვა გაიმართება.

ფესტივალის ორგანიზატორებია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია და საქართველოს თეატრალური საზოგადოების იმერეთის ორგანიზაცია.

სპექტაკლების დასაწყისი: 18 სთ 30 წთ.

სპექტაკლებზე დასწრება თავისუფალია

Print