ახალი ამბები
"დარჩა რამე ჩასადები?" - ქუთაისში Birja Mafia–ს მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
FaceBook
"არა ჩადებას, არა პოლიციურ რეჟიმს,  ის უნდა დასრულდეს",  

ამ სლოგანით დღეს ქუთაისში თეთრ ხიდზე ქუთაისელმა ახალგაზრდებმა 9 ივნისს თბილისში რეპერების დაკავების ფაქტი გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებმა დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს და გამოიხატვის თავისუფლების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.



აქციის მონაწილეები სტვენითა და ხმაურით გადაადგილდებოდნენ.





"სიტყვის თავისუფლებას ვითხოვთ. არ უნდა გვეშინოდეს იმის, რომ ღამით გამოვიდეთ და ძალდატანებით წაგვიყვანონ სადმე და ჩვენზე იძალადონ", - ამბობს აქციის მონაწილე.


Birja Mafia
–ს წევრები მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია 9 ივნისს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვის ბარლდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, დაკავებულებს პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება "მდმა" და 2,3342 გრამი "მდმა" აღმოაჩნდათ.

გამოძიება სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 8- დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გამოძიების ინფორმაციას არ ეთანხმებიან დაკავებულების ოჯახის წევრები. მათ თქმით, დაკავება Birja Mafia–ს ბოლო კლიპის, სახელწოდებით "TSL შავი ზედა" –ს გამო მოხდა, სადაც რეპერები პოლიციას აშარჟებენ.
Print