ახალი ამბები
კალმახი, ხაჭაპური, მწვადი და სხვა - ქუთაისის მერია კვებით მომსახურებაზე ტენდერს აცხადებს
FaceBook
ქუთაისის მერია მის მიერ ორგანიზებული სპორტული ღონისძიებების კვებითი მომსახურებისთვის  4 000 ლარიან ტენდერს აცხადებს. ამ თანხის სანცვლოდ სახელმწიფო შესყიდვაზე გამარჯვებულმა ორგანიზაციამ  110 პირისთვის წლის ბოლომდე უნდა უზრუნველყოს კვების მომსახურება.

კალმახი, იმერული ხაჭაპური, კუჭმაჭი, ქათმის სალათი, ბულგარული და ბადრიჯანი ნიგვზით, ბაჟე, მადამ  ბოვარი, ღორის მწავდი, ხბოს მწავდი, ჩაქაფული, შემწვარი წიწილი - ეს იმ კერძების არასრული ჩამონათვალია, რომლითაც  შემსყიდველი კომპანია უნდა მოემსახუროს სპორტული  ღონისძიებების წარმომადგენლებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარკვებულმა კომპანიამ კვებითი მომსახურება ეტაპობრივად უნდა განახორციელოს.

"მენიუში მითითებული კერძები უნდა იყოს ცხელი, ხოლო კანაპეები და სასმელები - შესაბამის ტემპერატურაზე გაგრილებული. ასევე, არანაკლები მითითებული მოცულობისა, ახლად მომზადებული და ლამაზად პრეზენტირებული; საკვების საგემოვნო თვისებები, კვებითი ღირებულება და ვიზუალური მხარე უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ სტანდარტებსა და ნორმებს, დაუშვებელია ვადაგასული",  ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ  კვებით მომსახურებაზე ტენდერი  (SPA170007916) 8 ივნისს გამოაცხადა, სადაც წინადადების  მიღება 12 ივნისს  დაიწყება და ორ დღეში დასრულდება.        

Print