ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმებია მოსალოდნელი
FaceBook
დასავლეთ საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.

სინოპტიკოსების ცნობით, 11 ივნისიდან 18 ივნისამდე ძლიერი წვიმებია მოსალოდნელი, როგორც დაბლობში, ასევე, მაღალმთიან რეგიონებში.

მათი თქმით, ნალექიანი ამინდები  21 ივნისის ჩათვლით შენარჩუნდება. 

ჰაერის ტემპერატურა 17-დან 28 გრადუსამდე იმერყევებს.

სინოპტიკოსები  გამოდარებას დასავლეთ საქართველოში 22 ივნისიდან ელოდებიან.


Print