ახალი ამბები
ავთანდილ ხურციძეს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
FaceBook
ქართველ მოკრივეს ავთანდილ ხურციძეს ნიუ-იორკის სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაცია ამის შესახებ მის Facebook-ის პირად გვერდზე გავრცელდა.

"დღეს ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა (რამდენიმე კვირაში გადაიხედება)
უახლოეს ინფორმაციას მოგაწვდით", - წერია მოკრივის პირად გვერდზე.

ნიუ-იორკის პოლიციამ ავთანდილ ხურციძე სხვა 14 ქართველთან ერთად 7 ივნისს დააკავა. 

დაკავებულებს ბრალად ედებათ თაღლითობა და ფულის გამოძალვა.

ქუთაისელი სპორტსმენი, ავთანდილ ხურციძე 8 ივლისს WBO -ს ჩემპიონის ქამრის დასაცავად ბრიტანელ ბილი ჯო სანდერსს უნდა შეხვედროდა.

Print