ახალი ამბები
დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი თავისუფალია
FaceBook
დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი, გოდერძი თევზაძე თავისუფალია. ინფორმაციას ამის შესახებ გოდერძი სტურუას ადვოკატი, ლედი ტუკვაძე ავრცელებს. 

არსებული ინფორმაციით, თევზაძე   სასამართლო   დარბაზიდან გაათავისუფლეს.

სამტრედიის რაიონული სამმართველოს პოლიციელს, გოდერძი თევზაძეს 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ედებოდა ბრალი.

სამტრედიის სოფელ დაფნარში მცხოვრებმა  დემურ სტურუამ, სიცოცხლე თვითმკვლელობით 2016 წლის 7 აგვისტოს დაასრულა.

თვითმკვლეობამდე მან წერილი დატოვა, სადაც გოდერძი თევზაძეს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებდა.

მომხდარის შემდეგ გოდერძი თევზაძეზე ძებნა გამოცხადდა,  მოგვიანებით კი იგი პოლიციას ჩაბარდა.

მთავარმა პროკურატურამ სამტრედიის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელს, გოდერძი თევზაძეს ბრალი 29 აგვისტოს წაუყენა.

სამტრედიელი პოლიციელის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

ამავე თემაზე:


დემურ სტურუას საქმეზე ბრალდებული პოლიციელის მიმართ ძებნა გამოცხადდება

დემურ სტურუას თვითმკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გოდერძი თევზაძე პატიმრობაში რჩება
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გოდერძი თევზაძეს გათავისუფლებაზე უარი უთხრა

დემურ სტურუას ოჯახის წევრები სამტრედიის პოლიციასთან აქციის გამართვას გეგმავენ

სტურუას თვითმკვლელობაში ბრალდებული დაცვის უპრეცენდენტო ზომებს ითხოვს

 

Print