ახალი ამბები
შსს ბაღდათში მომხდარ ფაქტზე - გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს
FaceBook
იმერეთის სოფელ დიმში მოხუცებულის დააყაჩაღებისა და გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკველობას ითვალისწინებს.

84 წლის სერიოჟა ნერგაძე, რომელიც მარტო ცხოვრობდა ახლობლებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, ის ხელ-ფეხშეკრული, დანით დასერილი და თავგატეხილი იყო.

როგორც გარდაცვლილის შვილები აცხადებენ ეს მისი დაყაჩაღების პირველი შემთხვევა არ არის. მათი თქმით სერიოჟა ნერგაძე უკვე მეოთხედ დააყაჩაღეს. ბოლოს მას 3 ათას 500 ლარი წაართვეს. გარდაცვლილის ახლობლები ყვებიან, რომ სამართალდამცველებმა წინა შემთხვევის გამო ეჭვმიტანილები დააკავეს, თუმცა სამხილების არარსებობის გამო ისევ გაათავისუფლეს.

ამ ეტაპზე უცნობია რა რაოდენობის თანხა წაიღეს დამნაშავეებმა მოხუცებულის სახლიდან.
Print