ახალი ამბები
ქუთაისში ზაფხულის ფესტივალი გაიმართება
FaceBook

ქუთაისში ზაფხულის ფესტივალი ჩატარდება. ქალაქში ღონისძიება "ზედაზენის" და "ბარამბოს" ორგანიზებით მიმდინარე წლის 24 ივნისს ბალახვანში ასსაფეხურიან კიბესთან მოეწყობა.

ღონისძიების ფარგლებში, ყველა სტუმარს შესაძლებლობა ექნება, "ზედაზენის" ლიმონათი და "ბარამბინოს"  ნაყინები დააგემოვნოს, თოჯინების თეატრს დაესწროს, სახალისო ექსპერიმენტებში და სხვადასხვა შემეცნებით-გასართობ ღონისძიებებში ჩაერთოს. ასევე, იმოგზაუროს ზღაპრის გმირებთან ერთად ბავშვობის ჯადოსნურ სამყაროში.

ქუთაისის გარდა, ფესტივალი საქართველოს ხუთ ქალაქში რუსთავში, გორში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში გაიმართება.

ქუთაისში ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება.

 

Print