ახალი ამბები
"ვიზა ჩაურტყეს და გამთენიისას გაფრინდა" - ავთანდილ ხურციძის დედა
FaceBook
ქუთაისელი  მოკრივის ავთანდილ ხურციძის იგივე "ჩაქუჩას" ოჯახს ამერიკაში მის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.
სპორტსმენის დედა  ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ მის შვილს ამერიკის საელჩოდან დაურეკეს, უთხრეს, რომ მამერიკის ვიზა მზად იყო და გამთენიისას გაფრინდა. 

"ვიზა ჩაურტყეს, უთხრეს რომ უნდა წასულიყო ამერიკაში. მოუვიდა ბილეთი და წავიდა გუშინ ოთხ საათზე გამთენიისას. მეტი არაფერი ვიცი. ოფიციალური ინფორმაცია ჩემთვის  არავის   მოუწოდებია",  -  ამბობს მაყვალა ხურციძე.

მისივე თქმით, ოჯახის წევრებს მოგვიანებით სიძე დაუკავშირდა, რომელმაც განუმარტა, რომ  ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და იგი რამდენიმე წუთის წინ ესაუბრა ავთანდილ ხურციძეს.

ქუთაისელმა მოკრივემ, ავთანდილ ხურციძემ,   მიმდინარე წლის  აპრილში  WBO-ს დროებითი ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.  "ჩაქუჩა" WBO-ს ჩემპიონობისთვის ემზადება, რომელიც სავარაუდოდ, 8 ივლისს, ლონდონში შედგება.

ავთანდილ ხურციძეს 2016 წელს უკვე აქვს მოპოვებული WBO-ს ინტერნაციონალური ქამარი.

აშშ-ს იუსტიციის დეპარტემენტის მიერ 7 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ნიუ-იორკში დაკავებულ 15 ქართველს შორის, რომელსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედება, შესაძლოა ქართველი სპორტსმენები - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი იყვნენ, თუმცა აღნიშნულის დადასტურება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.



 

Print