ახალი ამბები
წყალტუბოში 100-მდე მოჭრილ ხეებზე გარემოს დაცვის სამინისტრო მოკვლევას იწყებს
FaceBook
წყალტუბოში 100 - მდე ხის მოჭრის ფაქტზე მუნიციპალიტეტის გამგეობაში  ქუთაისიპისტთან საუბარში განმარტებას აკეთებენ.

გამგეობის  საზოგადოებასთან ურთიერობის  სამსახურში განმარტავენ, რომ გორა-საქუსლიას ტერიტორიაზე ტყის გაჩეხვის ფაქტი უკანონოა, რაზეც დაუყონებლივ რეაგირებას მოახდენენ.

"არა აქვს მნიშვნელობა, კერძოა მიწა თუ სახელმწიფო, ხეების მოჭრაზე ნებართვა მუნიციპალიტეტის გამგეობიდან უნდა აეღოთ და ასეთი ნებართვა არ არის ჩვენგან გაცემული," - აცხადებენ  წყალტუბოს გამგეობაში.

მათივე თქმით, საქმეში  საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო ჩაერთვება. ჩვენთან საუბარში გარემოს დაცვის სამიმისტროში განგვიმარტეს, რომ  ხეების მოჭრის შესახებ  შეტყობინება უკვე მიიღეს, რაზედაც მოკვლევას დაიწყებენ.  


ამავე თემაზე:

"ჰაერს გვპარავენ და თვითონ ფულს შოულობენ" - წყალტუბოში მოსახლეობა 100-მდე ხის მოჭრას აპროტეტსებს


Print