ახალი ამბები
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი რეისი დაემატა
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი რეისი დაემატა. ავიაკომპანია "სკატის" მიერ აქტაუ - ქუთაისი-აქტაუს მიმართულებით რეისები კვირაში ორჯერ, სამშაბათს და ხუთშაბათს შესრულდება.

ფრენის დრო 1 საათსა და 10 წუთს შეადგენს.  ამის შესახებ პრეზენტაცია წყალტუბოში, სასტუმრო "პლაზაში" გაიმართა.

ავიაკომპანია სკატი არის ყაზახეთის ერთ-ერთი უმსხვილესი გადამზიდავი კომპანია, რომელმაც ერთ წელიწადში ნახევარ მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა. ავიაკომპანიის საჰაერო ფლოტი მოიცავს 17 საჰაერო ხომალდს, რომლიდანაც 14 კომპანიის საკუთრებაა.

ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები ამ ეტაპზე: ბერლინის, მემინგემის, დორტმუნდის, მილანის, თესალონიკის, ლარნაკასა და სოფიას,ბუდაპეშტის, ვილნიუსის, ვარშავისა და კატოვიცეს მიმართულებით ხორციელდება.

ავიარეისებს ერთ-ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია "ვიზეარი" ასრულებს, რომელიც ქუთაისში 2012 წლიდან ოპერირებს.
Print